воскресенье, 27 апреля 2014 г.

პროექტი–წყალი და მისი ხარისხი

პროექტის სახელწოდება:წყალი და მისი ხარისხი
პროექტის მთავარი იდეა:  წყალი დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული და სიცოცხლისათვის აუცილებელი ნივთიერებაა.ამიტომ,ამ ბუნებრივ რესურსს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.
პროექტის აქტუალობა:  საქართველოში წყლის პრობლემა აქტუალურად დგას.ამის ერთ – ერთი მიზეზია წყლის დაბინძურება.
მიზანი:  ჩავუნერგო ბავშვებს გარემოსა და ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების გრძნობა.ჩამოუყალიბდეთ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულება გარე სამყაროს მიმართ.
ხანგრძლივობა:  3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები:  მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა,ბუნებისადმი სათუთი დამოკიდებულება, საპრეზენტაციო სლაიდ–შოუ,ექსკურსია.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:  კომპიუტერი,პროექტორი,გამოხდილი წყალი,ინდიკატორის ხსნარინახშირი,გოგირდი,უნივერსალური ინდიკატორის ქაღალდი,აზოტმჟავა,წყალბადის პეროქსიდი,კალიუმის როდენიდი,ამიაკი,ქიმიური ჭურჭელი.
პროექტის მსვლელობა:  მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად,დავალების მიცემა თითოეულ ჯგუფზე,პრობლემის მოძიების–ძირითადი დამაბინძურებელი ფაქტორების გამოვლენა,სასმელი წყლის და დასხლებასთან ახლომდებარე მდინარის, ტბის წყლის გამოკვლევა,გოგირდისა და ნახშირბადის დიოქსიდების მოქმედების განსაზღვრა წყლის PH-ზე.რკინისა და სპილენძის იონების შემცველობის დადგენა წყალსატევების წყალში.მუშაობა კანონზე წყლის დაცვის შესახებ,კედლის გაზეთის შექმნა.ექსკურსია.
საგნებთან კავშირი:  ბიოლოგია,გეოგრაფია.
პროექტის ხელმძღვანელი:  ნათია სხირტლაძე(ქიმიის მასწავლებელი).
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:  natiaskhirtladze744@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი:  natiaskhirtladze.blogspot.com

1 комментарий: